ირანის სამხედრო ძალები ირანული გემის დაკავებაზე - მალე ვუპასუხებთ და საპასუხო ზომებს მივმართავთ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ

­

ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, აშშ-ის ძალების მიერ ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემის დაკავებას უპასუხებენ. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აგრესორი შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით და საზღვაო გზის ძარცვით, ომანის ზღვის წყლებში ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს “, - აღნიშნულია ირანის სამხედრო ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა გემის სანავიაგაციო აღჭურვილობა და გემბანზე ჯარისკაცები განალაგა, „რაც აგრესიის აქტის განხორციელებაა“.

„ვაფრთხილებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე უპასუხებენ და საპასუხო ზომებს მიმართავენ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Touska აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშაა. „TOUSKA აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშაა უკანონო საქმიანობის წარსული ისტორიის გამო. ჩვენ გვაქვს გემის სრული კონტროლი და ვაკვირდებით, რა არის ბორტზე!“- დაწერა ტრამპმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს