რუსეთის ქალაქ ტუაფსეში პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა მოხდა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტუაფსეში, პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ინფორმაცია, თავდაპირველად, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს და თავდასხმის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნეს.

მოგვიანებით კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტზე თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.

უკრაინული მედია წერს, რომ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთადერთი საწარმოო კომპლექსია საზღვაო ტერმინალით, რომელიც ეკუთვნის „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტების მიმწოდებელს, RN-Tuapse Marine Terminal LLC-ს. ის ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს