გრიგოლ გეგელია - საქართველოს საკითხი კვლავ დგას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ყურადღების ეპიცენტრში და ეს არის მნიშვნელოვანი

საქართველოს საკითხი კვლავ დგას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ყურადღების ეპიცენტრში და ეს არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები უნგრეთში დადებითად აისახება საქართველოს საკითხის განხილვაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფორმატში.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელზეც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ინტერესი და ყურადღება. საქართველოს საკითხი კვლავ დგას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ყურადღების ეპიცენტრში. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს, რა თქმა უნდა, მოასწავებს იმას, რომ ის კრიტიკა, ზეწოლა და მოწოდება დადებითი ქმედებისკენ და დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებისკენ, რაც არსებობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ გაღრმავდება. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის დადებითი დინამიკა, რასაც ახლა ვუყურებთ უნგრეთში ძალიან სასიხარულო დემოკრატიული ცვლილებების სახით და ამ ცვლილებების შედეგად, რა თქმა უნდა, ეს დინამიკაც დადებითად აისახება საქართველოს საკითხის განხილვაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფორმატში. „ქართულ ოცნებას“ ძალიან გამოაკლდა მნიშვნელოვანი პარტნიორი „ქოცურ ორბანოიდული“ უნგრეთის სახით, რადგანაც უნგრეთის ხალხმა ძალაუფლება დაიბრუნა, გააგდო იქაური „ქოცები“ პოლიტიკური მშვიდობიანი გზით. რასაკვირველია, ამით დასაბამი მისცა უნგრეთის დაბრუნებას ევროპული პოლიტიკის წიაღში. ამას ექნება ძალიან დადებითი გავლენა საქართველოს საკითხთან მიმართებით და მათ შორის, ევროპული კავშირის საერთო სასანქციო პოლიტიკის ბედის განსაზღვრის კუთხით. ყველამ კარგად იცის, რომ უნგრეთი იყო ერთ-ერთი მთავარი მხარე, რომელიც პროაქტიულად იცავდა „ქოცების“ პოზიციას და ხშირად ბლოკავდა იმ სასანქციო ზომებს, რომელსაც ევროპული კავშირი განიხილავდა „ქოცების“ წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს მინისტერიალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნგრეთის განახლებული პოლიტიკური დინამიკა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად სულ უფრო მეტად აისახება ცხადია როგორც მინისტერიალის, ასევე ევროპული საბჭოს ფორმატზე და ამ ყველაფერს ექნება ერთმნიშვნელოვნად დადებითი გავლენა ქართული დემოკრატიის ბედზე, მაგრამ ნეგატიური გავლენა „ქოცურ რუსულ“ რეჟიმზე“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, 21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია