ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ევროპას ბელარუსთან და რუსეთთან ომი არ სურს, რადგან ეს ევროპელებისთვის ცუდად დამთავრდება

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ევროპას ბელარუსთან და რუსეთთან ომი არ სურს, რადგან ეს ევროპელებისთვის ცუდად დამთავრდება.

„მათ (ევროპელებს) არც ისე კარგი ურთიერთობები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ გასაქცევი არსად აქვთ, გაქცევა კი მოუწევთ. ამიტომ, მათ არ სურთ ბელარუსთან და რუსეთთან შეტაკება, არავითარ შემთხვევაში“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, არ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ, რადგან მსოფლიო იმდენად ქაოსურია, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

„როგორი იქნება ხვალინდელი დღე? დრო გვიჩვენებს. რადგან სამყარო იმდენად ტურბულენტური და არაპროგნოზირებადია, რომ გაურკვეველი და უცნობია, რა მოხდება ხვალ, რომ აღარაფერი ვთქვათ ზეგინდელ დღეზე“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს