ბათუმში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი სხვადასხვა კომპანიაში არიან დასაქმებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად მომსახურების ტარიფი არ შეცვლილა და შემოსავლის გარეშე რჩებიან.

მათი მთავარი მოთხოვნაა, კომპანიებისგან განმარტებები გაკეთდეს და მომსახურების ტარიფი დადგინდეს.

„ტაქსით მომსახურების ტარიფი უნდა დადგინდეს. გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ამ პირობებში მუშაობას ვერ გავაგრძელებთ.

კომპანიებს განცხადებით მივმართავთ, თუმცა პასუხი არ გვაქვს. საწვავის ტარიფები გაიზარდა, ავტომობილები სესხით გვაქვს ნაყიდი. კომპანიებს 30 პროცენტს ვუხდით. რა თქმა უნდა, მომხმარებელი არ გვინდა დაზარალდეს“, - აცხადებენ შეკრებილები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს