„საქსტატი“ - იანვარ-მარტში ექსპორტის მოცულობამ 1 723.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.4%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს.

„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 75.1 პროცენტით გაიზარდა და 1 122.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (198.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (134.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 200.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 169.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 75.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8 პროცენტი)- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს