ირანის საგარეო უწყება - აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით გეგმები ამ დროისთვის არ გვაქვს

ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაესწრება თუ არა აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.

„ამ დროისთვის არ გვაქვს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გეგმები და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, აშშ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც დიპლომატიური პროცესის სერიოზულობაზე არანაირად არ მიანიშნებს.

„დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებების მიუხედავად, აშშ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ მიუთითებს დიპლომატიური პროცესისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე“, - აღნიშნა ესმაილ ბაგაიმ.

მისი თქმით, ირანი არ სჯერა ვადების ან ულტიმატუმების, როდესაც საქმე ირანის ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება და დასძენს, რომ ირანიდან ბირთვული მარაგის ამოღება არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის დღეს პაკისტანში ჩავა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. თეირანს ჯერ არ დაუდასტურებია, მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოლაპარაკებებში არ ჩაერთვებიან, სანამ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ბლოკადა ძალაში რჩება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს