გიორგი კახიანი - ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება - სიახლეების შემოტანას კი ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა

ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება - თავიანთ ვითომ პოლიტიკურ საქმიანობაში სიახლეების შემოტანას კი ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც 26 მაისთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის ღირებულებები, რაზეც ოპოზიცია თავის პოლიტიკას აგებს, მთლიანადაა აცდენილი იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას.

„ოპოზიციურმა პარტიებმა რა სიახლეც არ უნდა დააანონსონ, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოკიდება მათი მხრიდან. ფაქტობრივად, ყველაფერი ნანახი გვაქვს. განცხადებები ადრეც მოგვისმენია, მათ შორის ისიც, რომ ხალხთან აპირებდნენ ურთიერთობას, მაგრამ შედეგად ყოველთვის მოვიღეთ ის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. არც რაიმე ელექტორალური რესურსი გააჩნიათ და არც იმის რესურსი, რომ ის მიზერული მხარდაჭერა, რომელიც აქვთ, როგორმე გაზარდონ. თავიანთ ვითომ პოლიტიკურ საქმიანობაში სიახლეების შემოტანას კი ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა.

ბოლო მოვლენებისას, მაგალითად, რაც პატრიარქის გარდაცვალების დღეებში ვნახეთ, ყველამ დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ის ფასეულობები და ღირებულებები, რაზეც ზოგადად, ჩვენი საზოგადოება არსებობს. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ეს რადიკალური ოპოზიციაც გარკვეულ თემებზე დაფიქრდნენ და თავიანთ პოლიტიკაში სიახლეების შემოტანა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა მათი მხრიდან. ის ღირებულებები, რაზეც ისინი თავიანთ პოლიტიკას აგებენ, მთლიანადაა აცდენილი იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას,“ - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ 10 მაისიდან 26 მაისამდე, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას შეხვდება.

მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.

„10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში - „ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს