პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და რეალიზაციის მიზნით 1107 პაკეტად დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება 5F-MDMBPINACA (5F-ADB) ე.წ. ბიო, რომელთაგან 10 პაკეტი ქალაქ რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში განათავსეს, ხოლო დანარჩენს პირადად და საცხოვრებელ ბინაში ინახავდნენ. ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დაფასოებისთვის განკუთვნილი მცირე ზომის სასწორები, პაკეტები და წებოვანი ლენტები.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260-ე კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს