ფრიდრიხ მერცი, საწვავის მოსალოდნელი დეფიციტის გამო, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, სასწრაფოდ მოიწვევს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს, რათა ირანში მიმდინარე ომის გამო საწვავის შესაძლო დეფიციტის საკითხი განიხილონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ჩვენი მიზანი ნათელია: ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაეყრდნონ ისეთი აუცილებელი პროდუქტის მიწოდებას, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და საავიაციო საწვავი“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, სიტუაცია დაძაბულია, თუმცა ქვეყანას ამჟამად საკმარისი წვდომა აქვს ძირითად საწვავზე და თუ პირობები გაუარესდება, ხელისუფლება შესაბამისად იმოქმედებს.

მერცის მტკიცებით, საწვავის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებენ.

გერმანიის ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მთავრობის მინისტრებისა და სექტორული ექსპერტებისგან შედგება, გასულ წელს შეიქმნა ძირითად საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების კოორდინაციის მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა