საპროცედურო კომიტეტმა რამდენიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ სარჩელზე დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა - საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. მიმართვამდე კი, კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერის ნამდვილობა მოწმდება.

კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის 89 წევრის ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა და დაასკვნა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას იძლევა.

პარტია “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. “ქართულმა ოცნებამ“ ახალი სარჩელით ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია “ფედერალისტები“ დაამატა.

“ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 31 ოქტომბერს სამი ოპოზიციური პარტიის: - “ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ლელო - ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს