კახა კალაძე - იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ქვეყანაში არის მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები - მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც დაინტერესებულია Trump Tower Tbilisi-ის განხორციელებით

იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ქვეყანაში არის მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები, ამ ტიპის პროექტების განხორციელება. მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტის - Trump Tower Tbilisi-ის განხორციელებით, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ The Trump Organization-ი საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტს განახორციელებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველო ყველა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა.

„ზოგადად ის, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველო საინტერესოა, ამაზე არაერთი გამოცემა წერს და მეტყველებს ინტერესი, ინვესტიციები, ეკონომიკური ზრდა... ეს ყველაფერი კავშირშია.

ყველაზე მთავარია ის, რომ იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ქვეყანაში არის მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები, ამ ტიპის პროექტების განხორციელება. მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტის განხორციელებით. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ინვესტიციების, გადასახადების თვალსაზრისით ყველა კომპონენტში არის საინტერესო ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს.

ქართული წარმოშობის ებრაელი ახალგაზრდა კაცი დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ძალიან თბილად ისაუბრა საქართველოზე. ძალიან მიხარია, რომ ეს ოჯახი ინვესტიციების თვალსაზრისით შემოდის ქვეყანაში“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, The Trump Organization-ი საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტს განახორციელებს. ეს იქნება 70-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს დაიკავებს. Trump Tower Tbilisi მოიცავს როგორც მაღალი კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, ასევე სასტუმრო ფართებსა და კომერციულ ზონებს. ცათამბჯენის ლოკაციად თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია მოიაზრება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს