მიხეილ სააკაშვილი - ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად ან საერთოდ არ ვიქნებით!

ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად ან საერთოდ არ ვიქნებით! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ასევე იხსენებს საკუთარ პოსტს მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ გამოჩნდება „ხალხში მოსიარულე ბევრი ენერგიული პოლიტიკოსი“.

„ჩემი პოსტი ხალხში სიარულზე ზოგიერთმა, რატომღაც, ნიკა მელიას კრიტიკად აღიქვა, არადა ის ყველას ეხებოდა. მე ვაფასებ ნიკა მელიას და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს, ისევე როგორც ძალიან გამიხარდება ბევრი ენერგიული, ხალხში მოსიარულე პოლიტიკოსის გამოჩენა.

ნიშანდობლივია, რომ უთანხმოების გაღვივებას აგრძელებენ იგივე პერსონაჟები, ვინც თავიდან ისარგებლა ჩემი მოწამვლის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობით და ორად გახლიჩა პარტია. ეს დიდი შეცდომა იყო ორივე მხრიდან. საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტური უმრავლესობა ამას ხვდება და სწორად მოქმედებს. ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად, ან საერთოდ არ ვიქნებით!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს