ჩინეთის საგარეო უწყება ირანული გემის დაკავებაზე - შეშფოთებას გამოვთქვამთ აშშ-ის მიერ გემის ძალის გამოყენებით შეჩერების გამო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ძალების მიერ ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Touska-ს, იძულებითი შეჩერების გამო შეშფოთებულები არიან.

„გამოვთქვამთ შეშფოთებას ამერიკული მხარის მიერ შესაბამისი გემის ძალის გამოყენებით შეჩერების გამო“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა ჟურნალისტებთან საუბარში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის ბანდარ აბასის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგადაც მისი ძრავები გაითიშა.

ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ გემი ჩინეთიდან მოდიოდა და რომ შეერთებული შტატების ქმედებები შეიარაღებულ მეკობრეობას წარმოადგენდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს