23 აპრილს საბურთალო „სითი მოლში“ Carter’s ბრუნდება

მშობლებისა და ბავშვების საყვარელი ამერიკული ბრენდი Carter’s საბურთალო „სითი მოლში“ ბრუნდება. 23 აპრილს სავაჭრო ცენტრის G სართულზე ბრენდის განახლებული ფილიალის ოფიციალური გახსნა საჩუქრებითა და ფასდაკლებით გაიმართება.

როგორც Carter’s-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მომხმარებლის მხრიდან მოლოდინი ძალიან დიდი იყო, რის გამოც დაბრუნება განსაკუთრებული სიურპრიზებით აღინიშნება.

„ვიცით, რომ დიდი ხანია გველოდებოდით და ჩვენც მოუთმენლად ვემზადებით თქვენთან შესახვედრად. გვეწვიეთ 23 აპრილს საბურთალო „სითი მოლში“ და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი დაბრუნება“, - ნათქვამია Carter’s-ის განცხადებაში.

23 აპრილიდან მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში იმოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე გარდა ბოდეებისა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მშობლებისთვის, რათა პატარებისთვის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამორჩეული, ხარისხიანი და კომფორტული სამოსი საუკეთესო ფასად შეიძინონ.

გარდა ამისა, 23 აპრილს მისულ მომხმარებლებს სხვადასხვა შენაძენზე საჩუქრები გადაეცემათ.

Carter’s უკვე ათწლეულებია ბავშვის სამოსის ინდუსტრიაში ლიდერ პოზიციას იკავებს. ბრენდის ფილოსოფია მარტივია - სამოსი უნდა იყოს როგორც ლამაზი, ისე მაქსიმალურად პრაქტიკული.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, ესტუმრეთ Carter’s-ს საზეიმო გახსნაზე, ისარგებლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებით და აღმოაჩინეთ ბრენდის ჯადოსნური სამყარო კიდევ ერთ ლოკაციაზე.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს