პარლამენტმა ახალი საპარლამენტო ჯილდო - საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი დააწესა

საქართველოს პარლამენტმა ახალი საპარლამენტო ჯილდო - საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი დააწესა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის საპატიო მედალი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

"საჰიბა გაფაროვა პირველია, ვინც პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად დაწესებული პარლამენტის საპატიო მედლით დაჯილდოვდა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საპატიო მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე საპარლამენტათაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს