გადაიხადე რამდენიც გინდა და მხარი დაუჭირე მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს - „პალიტრა L“-ის აქცია დაიწყო

თბილისის წიგნის ბაზრობაზე ყველასთვის საყვარელი აქცია, „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი სლოგანით ბრუნდება - „ერთად ოთხფეხა მეგობრებისთვის!“

მხოლოდ 23-26 აპრილს, წიგნის ბაზრობაზე, გადაიხადეთ რამდენიც გინდათ და მხარი დაუჭირეთ „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს“, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენისთვის უკვე წლებია იბრძვის. სამოქალაქო ერთიანობით, მან უკვე ასობით მიუსაფარს გაუწია სამედიცინო დახმარება და უპოვა ოჯახი.

მიუსაფარ ცხოველებს თითოეული ჩვენგანის დახმარება ყოველდღიურად სჭირდებათ, რათა უბრალოდ გადარჩნენ. დღეს, როცა კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში ოთხფეხა მეგობრების დაცვისა და დახმარების საკითხი, მნიშვნელოვანია, საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდეს ამ კეთილი მიზნისთვის და „პალიტრა L“-ის ტრადიციულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობით გადაარჩინოს მიუსაფარი ცხოველები.

საქველმოქმედო აქცია შემდეგი შეთავაზებით დაბრუნდა:

  • შეთავაზება გავრცელდება 10 წიგნზე - როგორც საბავშვო, ასევე უფროსებისთვის განკუთვნილ საკითხავზე;
  • შეიძინეთ წიგნი იმ ფასად, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ;
  • 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას;
  • 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს“;
  • ერთი მომხმარებელი შეძლებს ხუთი გამოცემის შეძენას.

„თბილისის წიგნის ბაზრობა“ 23-26 აპრილს, Expo Georgia-ს XI პავილიონში, 11:00-დან 20:00 საათამდე გიმასპინძლებთ. შეთავაზებით სარგებლობას შეძლებთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სტენდთან.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს