სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება.

„საგადასახადო კოდექში“ ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან. ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება - სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან არ თავისუფლდება.

ინიციატორთა განმარტებით, ეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლის - მათ შორის მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გაააჩნია და საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს