საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკულ დანაშაულებზე და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის კანონით განსაზღვრულ სასჯელებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობებსა და მათი მოხმარების შედეგებზე.

„შეხვედრებზე, ასევე ხაზი გაესვა მოსწავლეებთან სამართლებრივ თემებზე საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროკურორებმა სკოლის მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.

საქართველოს პროკურატურა პერმანენტულად ატარებს საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიებს, რაც უწყების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს