დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს ქვეყანაში.

როგორც აქციის მონაწილე მშობლებმა განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა მითითება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ. მათი თქმით, აღნიშნული მითითება არაკონსტიტუციური და უკანონოა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების თქმით, „სახელისუფლებო მედიამ იმ პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც ითხოვენ, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“ და საზოგადოებას ინფორმაცია მხოლოდ მედიკამენტის უარყოფით თვისებებზე მიაწოდა. მათი შეფასებით, ხელისუფლება „საკუთარი უსუსურობის გადაფარვას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანით ცდილობს.

მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ითხოვენ შეხვედრას, რათა აღნიშნულ პრობლემაზე გაესაუბრონ და მოთხოვნები პირადად გააცნონ.

ისინი ადგილზე სახალხო დამცველის მოსვლასაც ითხოვენ, რადგან, მათივე თქმით, ომბუდსმენმა აქციის მონაწილე მშობლების უფლებები უნდა დაიცვას.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია