მარტა კოსი - რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ მისი ჩართვა მხოლოდ იმ დონეზე შეგვიძლია, როგორადაც ისინი სხვა სფეროებში ჩართვის სურვილს თავად გამოხატავენ

რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

მარტა კოსმა შუა დერეფნის მნიშვნელობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი დაკავშირებადობის დღის წესრიგს უკავშირდება. ეს ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას ნიშნავს. ჩრდილოეთში სავაჭრო გზა აღარ არის, ასევე, სამხრეთში ირანში ომის გამო, ამიტომ, საუკეთესო გზა შუა დერეფანია. ჩვენ ჩართული ვართ და ვსაუბრობთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ჩვენ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი დავაფინანსეთ. რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია და ამას მოიცავდა პროექტი, რომელიც სომხეთს საშუალებას აძლევს, რომ საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდან მიიღოს. ასე რომ, როდესაც სომხეთს ვესაუბრებით, ჩვენ საქართველოსაც ვითვალისწინებთ, მაგრამ საქართველოს ჩართვა მხოლოდ იმ დონეზე შეგვიძლია, როგორადაც ისინი სხვა სფეროებში ჩართვის სურვილს თავად გამოხატავენ“, - განაცხადა კოსმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია