პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს.

კერძოდ, პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ დაპირება შეასრულოს და „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

ასევე, მადიარმა ზელენსკის მოუწოდა, რომ „შანტაჟს“ არ მიმართოს.

„ჩვენ დათმობებზე არ წავალთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მე უკრაინის პრეზიდენტთან არ მისაუბრია, მაგრამ არ ვურჩევ, რომ ეს გზა აირჩიოს. ეს მიუღებელი იქნება არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც. ევროპელი ლიდერები არ შეეგუებიან, თუ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.

მადიარის ცნობით, შესაძლოა, „დრუჟბას“ ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება უახლოეს დღეებში აღდგეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია