Reuters - მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა ტეოტიუაკანის პირამიდებთან ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა ტეოტიუაკანის პირამიდებთან ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეხიკოს შტატში მდებარე ტეოტიუაკანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად კანადის მოქალაქე დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა.

მექსიკის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ასევე, ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მექსიკის მოქალაქე ხულიო სეზარ რამირესი იყო.

თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის აშშ-ის, რუსეთის, კოლუმბიისა და ბრაზილიის მოქალაქეები არიან.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა საფუძვლიანი გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა