ახალი ავტომობილის შეძენამდე მომხმარებელი ხშირად მრავალი არჩევანის წინაშე დგას - სხვადასხვა მოდელები, ტექნოლოგიები, ფასები და პირობები. ამ პროცესს თან ახლავს კითხვები და გარკვეული დაბნეულობაც: რომელი ავტომობილია საუკეთესო ჩემი საჭიროებისთვის? რა დამიჯდება მისი მოვლა? როგორ შევძლებ შეძენას?
Kia საქართველო სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად და მომხმარებლებს განახლებულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. ბრენდის ახალი ვებგვერდი შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის შერჩევისა და შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი, გასაგები და წინასწარ პროგნოზირებადი გახდეს.

განახლებული პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ავტომობილის შეძენამდე დეტალურად შეაფასოს, რას ნიშნავს კონკრეტული მოდელის ფლობა - როგორც ფინანსური, ისე ყოველდღიური გამოყენების თვალსაზრისით. ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ ნახოს რეგულარული სერვისის სავარაუდო ხარჯები სხვადასხვა გარბენზე, მათ შორის 10,000, 20,000 და 30,000 კილომეტრზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ავტომობილის მფლობელებისთვის.
ამასთან, პლატფორმა სრულყოფილად აწვდის ინფორმაციას შეძენის პროცესთან დაკავშირებულ ფინანსურ შესაძლებლობებზე. Kia საქართველოს პარტნიორობა „თიბისი ლიზინგთან“ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით და შეარჩიონ მათთვის მისაღები გადახდის მოდელი. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გაეცნონ ხელმისაწვდომ ვარიანტებს და წინასწარ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის.
Kia-ს ახალი მიდგომა ეფუძნება მომხმარებელზე ორიენტირებულ ხედვას, რომლის მთავარი მიზანია ავტომობილის ფლობის გამოცდილების სრული გამჭვირვალობა - შეძენამდე, შეძენის პროცესში და შემდგომ გამოყენების ეტაპზე. ბრენდი ამით ამკვიდრებს ახალ სტანდარტს ბაზარზე, სადაც მომხმარებელი სრულად ინფორმირებულია და გადაწყვეტილებას იღებს სრული თავდაჯერებით.

Kia საქართველო განაგრძობს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ავტომობილები, არამედ მათზე მორგებული, თანამედროვე და გამჭვირვალე გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ Kia საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობას ან ეწვიეთ ბრენდის შოურუმს - დავით აღმაშენელის ხეივანი 84.
კომპანიის შესახებ
Kia საქართველო 2007 წლიდან წარმოადგენს Kia-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ავტომობილებს, ავტოსერვისსა და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს.
(R)