საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს დირექტორი - ირანში ომი ისტორიაში უდიდეს ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის

ირანში ომი ისტორიაში უდიდეს ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის, - ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა.

ფათიჰ ბიროლის განცხადებით, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომი მძიმე ენერგეტიკულ კრიზისს იწვევს.

„ნამდვილად, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია. ეს უკვე უზარმაზარი კრიზისია, თუ რუსეთთან დაკავშირებულ ბენზინისა და ბუნებრივი აირის კრიზისს გავითვალისწინებთ“, - აღნიშნა ფათიჰ ბიროლმა.

ცნობისთვის, ნავთობის ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გასულ თვეში საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა 400 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გამოთავისუფლებას დაუჭირეს მხარი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს