მიხეილ სარჯველაძე - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე უარი არასდროს გვითქვამს, მზად ვარ, ყველას შევხვდე - რაც შეეხება დაავადების მართვის პროტოკოლს, ვიდრე კითხვებს პასუხი არ გაეცემა, პროტოკოლი ვერ დამტკიცდება

მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ - თუ მათი სურვილი იქნება, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ყველას შევხვდე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვდება თუ არა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს.

მისი თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს.

სარჯველაძე ამბობს, რომ მშობლების ნაწილთან ბოლო პერიოდამდე აქვს შეხვედრების პრაქტიკა.

„თქვენ დასვით კითხვა, ვაპირებთ თუ არ შეხვედრებს მშობლებთან. ეს იციან, იმთავითვე იციან, ყოველთვის იცოდნენ და საკუთარი აზრის შეცვლის მიზეზი ჩვენ არასდროს მიგვიცია. ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ და ისინი მიიღებენ ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. რასაკვირველია, [შევხვდებით], არასდროს გვითქვამს უარი. თუ მათი სურვილი იქნება, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ყველას შევხვდე. არის მშობლების ნაწილი, რომელთანაც ბოლო პერიოდამდე მაქვს შეხვედრების პრაქტიკა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დაავადება არ არის ერთადერთი იშვიათ დაავადებებს შორის და სხვა უამრავი საჭიროებაა. პერიოდულად გვაქვს შეხვედრები და უკვე არის ჩანიშნული შეხვედრები რამდენიმე იშვიათ დაავადებასთან დაკავშირებით, სადაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს," - განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის პროტოკოლი დამტკიცებული არ არის.

მისივე თქმით, ვიდრე არ გვეცოდინება, რომ ის წამლები, რომლებზეც საუბარია, უსაფრთხო და ეფექტიანია, პროტოკოლის დამტკიცებაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.

„არსებობს კითხვები და ვიდრე კითხვებზე პასუხები არ გაეცემა, ბუნებრივია, პროტოკოლთან დაკავშირებით ეს პოზიცია იქნება ცალსახა და ცხადი. კითხვებს პასუხები გაეცემა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება პროტოკოლთან ან მის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს