მხოლოდ 22 და 23 აპრილს - განსაკუთრებული დღეები „პეპელაში“

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ კვლავ განსაკუთრებულ შეთავაზებას გთავაზობთ. მხოლოდ ორი დღით, 22 და 23 აპრილს, მაღაზიაში დაგხვდებათ აქცია: შეიძინეთ ნებისმიერი 2 ნივთი და მიიღეთ მესამე სრულიად უფასოდ.

2+1 აქცია ვრცელდება მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ ასორტიმენტზე, გამონაკლისის გარეშე. ეს საუკეთესო შანსია შეიძინოთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა:

  • Lego – განავითარეთ კრეატიულობა და ლოგიკური აზროვნება;
  • Hot Wheels – მათთვის, ვისაც სისწრაფე და საკოლექციო მოდელები იზიდავს;
  • Barbie – მრავალფეროვანი როლური თამაშებისთვის;
  • და მრავალი სხვა წამყვანი ბრენდი.

„პეპელაში“ წარმოდგენილი პროდუქცია 100% ორიგინალია. თითოეული სათამაშო აკმაყოფილებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მასალებისგან. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სათამაშოები — ჩვილებიდან დაწყებული, თინეიჯერების ჩათვლით. Lego-სა და Hot Wheels-ის კოლექცია კი ბევრი ზრდასრულიც აგროვებს. ეს შესანიშნავი შანსია თქვენი პირადი კოლექციის შესავსებადაც.

ზოგადად, ხარისხიანი სათამაშოები ხშირად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს აქცია კი გაძლევთ საშუალებას, ისე გაახაროთ თქვენი პატარები, რომ ბიუჯეტის დაზოგვაც შეძლოთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ სათამაშო ბავშვისთვის არასდროსაა ზედმეტი. შეგიძლიათ აქციის ფარგლებში წინასწარ მოიმარაგოთ საჩუქრები დაბადების დღეებისთვის ან სხვა დღესასწაულებისთვის და ეტაპობრივად აჩუქოთ ისინი.

2+1 აქცია იმოქმედებს „პეპელას“ ყველა ფილიალში. ამჟამად მაღაზიები წარმოდგენილია თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და კონსულტანტები, რომლებიც შერჩევაში დაგეხმარებიან.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია