სუს-ი - 2025 წელს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 15 საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 13 პირი

საანგარიშო პერიოდში [2025 წელი], ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, ცალკეული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ახორციელებდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო/ოპერატიულ ღონისძიებებს - შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სამსახურის მიერ ტარდებოდა აქტიური ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები

უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის ნიშნებისა და კონკრეტული ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და მათი შემდგომი ოპერატიული კონტროლის მიზნით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2025 წლის საქმიანობის ამსახველ ანგარიშში წერს.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე - მათ შორის საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტებზე.

„მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა მოპოვებული ოპერატიული მასალების ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია აღნიშნული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების შეფასებისა და საჭირო კონტრზომების შესამუშავებლად.

საანგარიშო პერიოდში, გამოვლენილ იქნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს, კავშირს ამყარებდნენ მათი დაინტერესების ობიექტებთან და ორგანიზაციებთან. ოპერატიული საქმიანობის შედეგად დადგინდა იმ პირთა წრე, რომელთა მეშვეობით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები ცდილობდნენ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას. 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 15 საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიცემულ იქნა 13 პირი.

ამასთან, სამსახურის უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია