სუს-ის ანგარიში - ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ - ასევე, 2025 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისათვის სხვა სახის დახმარების ფაქტები არ დადასტურებულა

გასული წლების მსგავსად, საქართველოს წინაშე შენარჩუნებულ იქნა შემდეგი ძირითადი ტერორისტული საფრთხეები: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერთა მიერ საქართველოში შესაძლო თავდასხმის განხორციელება; ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერებისა და უცხოელი ტერორისტი მებრძოლების საქართველოში შესაძლო შემოსვლა; საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების ან სხვა სახის დახმარების გაწევის შესაძლო მცდელობა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურფის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გატარებული ღონისძიებებისა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისათვის სხვა სახის დახმარების ფაქტები არ დადასტურებულა.

„საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა. თუმცა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია. ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ. ძირითადი აქცენტი ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებზე და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული. არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა სათანადო ღონისძიებები ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად. გრძელდებოდა საქართველოს იმ მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სამომავლოდ სურთ საქართველოში დაბრუნება. 2025 წელს ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების ეროვნულ სიაში, დამატებით იქნა შეყვანილი ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდადებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.

საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, საქართველოს წინაშე შენარჩუნებულ იქნა შემდეგი ძირითადი ტერორისტული საფრთხეები: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერთა მიერ საქართველოში შესაძლო თავდასხმის განხორციელება; სირიასა და ერაყში მყოფი „დაეშისა“ და „ალ-კაიდასთან“ დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაბრუნება ქვეყანაში; ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერებისა და უცხოელი ტერორისტი მებრძოლების საქართველოში შესაძლო შემოსვლა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენება; საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების ან სხვა სახის დახმარების გაწევის შესაძლო მცდელობა; ტერორისტული ორგანიზაციების წევრების/მხარდამჭერების მიერ საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს მოქალაქეების შესაძლო გადაბირება.

საანგარიშო პერიოდში ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილ და დაკავებულ იქნა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირები და პირთა ჯგუფები. 2025 წლის 13 ოქტომბერს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ აჭარის რეგიონში, ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღოწისძიება ჩატარდა. შედეგად დაკავებულ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე. გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებულ ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან. დაჯგუფების წევრები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა-დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

ამასთან, გატარებული ღონისძიებებისა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისათვის სხვა სახის დახმარების ფაქტები არ დადასტურებულა. აღწიშნული მიმართულებით, განსაკუთრებით მწიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან“,- ნათქვამია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ