ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაზე - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ბრენდია - თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და მოუწევთ სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის აღიარება

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ბრენდია - თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების” ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და მოუწევთ სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის აღიარება, რაც ცოტა ეხამუშებათ, - ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება.

“სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება. ეს ის ძალაა, რომელზეც დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ საქართველოში პროვოკაციული ქმედებებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს ის პერსპექტივაა, რაც მათ გააჩნიათ. ამ ალიანსის დამოკიდებულება 26 მაისის მიმართ ნათლად მიგვანიშნებს მათ მიზანზე. მათი ამოცანაა, რომ 26 მაისს რაღაც პროვოკაცია მოახდინონ. ის, რაც იცოდა, სააკაშვილმა, გვარამიამ, ბოკერიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ისევ ამ მოცემულობაში არიან დარჩენილი. ვისაც გარეთ ჰგონია, რომ ამათი პროვოკაციებით თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ, ცდებიან, ესენი პოლიტიკურ ველზე ვაივაგლახით იარსებებენ. მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ბრენდია. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან. თუ გაემიჯნებიან, “მიშისტების” ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და მოუწევთ სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის აღიარება, რაც ცოტა ეხამუშებათ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია", “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, “პერსონალური თავდასხმები”, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის „კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია