25 აპრილი - დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

როგორც ექსპერტები ამბობენ, უძრავი ქონების ინვესტირებაში ერთი მარტივი პრინციპი მოქმედებს: ის, ვინც საინვესტიციო ქონების პოტენციალს ყველაზე ადრე ამჩნევს, მეტ სარგებელსაც იღებს. ვინც მშენებლობის დასრულებას ელოდება, როგორც წესი, მეტი თანხის გადახდა უწევს - ეს უკვე დროში გამოცდილი მიდგომაა, რასაც ხშირად მოისმენთ.

თბილისი ფართოვდება და სხვადასხვა უბანში ფასები უძრავ ქონებაზე თანდათან იზრდება; ძველი უბნებში ახალი, თანამედროვე და მიმზიდველი ადგილები ჩნდება როგორც საცხოვრებლად, ასევე დასასვენებლად და განტვირთვისთვის. მაგალითად, მუხიანი, ბოლო წლებში მომხმარებლებისთვის ის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ლოკაცია გახდა.

სწორედ ამ უბანში, გაბაშვილის ქუჩაზე, საქართველში #1 დეველოპერული კომპანიის პროექტი „არქი იასამნები“ მდებარეობს. პროექტის ნაწილი (A და B ბლოკები) დასრულებულია და მობინადრეები ნაწილობრივ იქ უკვე ცხოვრობენ. საინტერესო სტატისტიკაა ის, რომ მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, აქ ბინების ფასმა თითქმის 45%-ით მოიმატა.

ახლა C ბლოკის მშენებლობა იწყება, სადაც დიდი ფასდაკლების დღის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს უნიკალური შანსი ეძლევათ. 25 აპრილი - ეს ბინის შეძენისთვის საუკეთესო დროა, რადგან მხოლოდ 25 აპრილს, მხოლოდ ერთი დღით, კომპანია ისეთ ფასს გთავაზობთ, რომელიც აღარ განმეორდება.

ბინის ყიდვა თბილისში ამ დღეს ბევრად უფრო ხელსაყრელია, რადგან „არქი“ ინვესტორებს განსაკუთრებულ შანსს სთავაზობს - პირველებმა შეიძინონ ბინა ისეთ პროექტში, რომლის ღირებულებაც აუცილებლად გაიზრდება. ლოკაციის განვითარებასთან ერთად, პროექტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც მკვეთრად მოიმატებს.

რაც მთავარია, „არქი იასამნების“ კომპლექსში თქვენ არ ყიდულობთ მხოლოდ ბინას. პროექტი აერთიანებს 12 000 კვ.მ. გამწვანებულ შიდა ეზოს, იასამნების ბაღს, პადელის კორტს, სპორტულ მოედანს, სავარჯიშო დარბაზს, საბავშვო გასართობ ზონას, სამეზობლო ლაუნჯსა და დახურულ ავტოსადგომს. გერმანული YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკი კომუნალურ გადასახადებს 40%-ით ამცირებს.

„არქი იასამნებიდან“ მხოლოდ 3 წუთის ფეხით სავალ მანძილზე „რადიო ქალაქში“ აღმოჩნდებით. ეს მასშტაბური, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც გართობისა და მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. მანქანით გადაადგილებისას კი, „არქი იასამნებიდან“ მარტივად მიხვალთ:

  • სითი მოლი გლდანში — 3 წუთში
  • თბილისის ზღვაზე — 3 წუთში
  • თემქის პარკში (დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვანე ზონაში) — 4 წუთში
  • მეტრო „ახმეტელთან“, რომელიც ქალაქის ცენტრთან გაკავშირებთ — 5 წუთში
  • გლდანი მოლში — 5 წუთში

ცალკე უნდა აღინიშნოს თემქის დიდი პარკი და თბილისის ზღვა – ორი გამორჩეული სივრცე ქალაქში, დასვენებისა და განტვირთვისთვის.

საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 აპრილი უნიკალური შესაძლებლობის თარიღია. დაგვიკავშირდით რეგისტრაციისთვის წინასწარ და მიიღეთ შანსი, შეიძინოთ ბინა „არქი იასამნების“ C ბლოკში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. ეს რეალურად ის იშვიათი მომენტია, როცა სამი უმთავრესი ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა: საუკეთესო ფასი, განვითარებადი მდებარეობა და გამოცდილი, სანდო დეველოპერი!

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 2 602 602 ან *6262

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია