კაია კალასი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას - მათ მიერ არჩეული გზა: რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კაია კალასის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი კურსით მიდის“, - განაცხადა კალასმა.

კალასმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, კერძოდ რომელი ნაბიჯებია მიუღებელი ევროკავშირისთვის.

„საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა - რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, - აღნიშნა კალასმა.

ასევე, კალასმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ ქართველი ოფიციალური პირებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ.

„უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით ვერ ვისაუბრებ. ბევრი საკითხია დაბლოკილი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვიწყებთ და იმედია, დადებითი შედეგები იქნება“, - განაცხადა კაია კალასმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი