სუს-ის ანგარიში - 2025 წლის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2025 წლის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდებოდა.

სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში წერს, რომ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ერთად, მასში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

“დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა.

საანგარიშო პერიოდში, ცალკეულ შემთხვევებში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე პროპაგანდისტული ნარატივების უკან, ერთი შეხედვით, პოლიტიკური მდგენელი იკვეთებოდა, თუმცა მეორე მხრივ, მსგავსი საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ახალისებდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს, იწვევდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას.

აქვე საყურადღებოა, რომ ბოლო წლების ტენდენციებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს, ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაეჩინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ”, - წერს სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია