სუს-ის ანგარიში - 2025 წელს საგამოძიებო ორგანოებმა წარადგინეს 96 დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და 22 ბრძანება ელექტრონული თვალთვალის განხორციელებაზე

2025 წელს, უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა საქართველოს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოში წარადგინეს მოსამართლის/ზედამხედველი მოსამართლის 2036 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების, გაგრძელების, კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფარული საგამოძიებო მოქმედება შეჩერებულ იქნა 112 შემთხვევაში.

„საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განაგრძობდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულ პროცესში სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს.

2025 წელს უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოში წარადგინეს მოსამართლის/ზედამხედველი მოსამართლის 2036 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების, გაგრძელების, კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ, 96 დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, 22 ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ, 68 განჩინება კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცენტრალური ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფარული საგამოძიებო მოქმედება შეჩერებულ იქნა 112 შემთხვევაში.

2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სამსახურში შევიდა 35 განცხადება (მათ შორის მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან), რომელთაგან დაკმაყოფილდა - 21, შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სისხლის 54 სამართლის საპროცესო კოდექსის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 და არ დაკმაყოფილდა 10 განცხადება“,- ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა