მარტა კოსი - განვიხილავთ, როგორ ვითანამშრომლოთ უკეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სადაც უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ

დღეს ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ევროკომისიამ შავი ზღვის ახალი სტრატეგია დაიწყო. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია დაკავშირებადობის დღის წესრიგი, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ ითანამშრომლონ უკეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.

„დაკავშირებადობის დღის წესრიგის მეშვეობით, ჩვენ ვვითარდებით სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. რათა უკეთ დავაკავშიროთ ევროპა ცენტრალურ აზიასთან. საქმე ეხება ვაჭრობას, ენერგეტიკას. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დაუცველები ვართ დღეს, როდესაც ჩრდილოეთში სავაჭრო მარშრუტები რუსეთის გამო ირღვევა, როდესაც სამხრეთში სავაჭრო მარშრუტები ირანში ომის გამო ირღვევა. ასე რომ, გზა, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია, ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ დაკავშირებადობის დღის წესრიგში განვიხილავთ. ამიტომ, დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ვითანამშრომლოთ უკეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით იმ სამ ქვეყანასთან, რომლებიც ვახსენე – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სადაც უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა