ირაკლი ზარქუა - კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ვერ გავყვებოდით, რადგან ეს გზა არის დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, კონფრონტაცია აშშ-სთან - კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ

დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ კალასების გზა რა არის - დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, კაია კალასი ან ურსულა ფონ დერ ლაიენი “თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ.”

“ქალბატონ კალასს განუცხადებია, რომ თურმე ქართველ ხალხს უჭერს მხარს, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგია - რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გავყევით კალასის გზას. დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ კალასების გზა რა არის - დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის კალასის და ურსულას გზა. ხოლო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესების გზას და ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის და ეკონომიკის განვითარება. რაც შეეხება იმას, რას იტყვიან კალასები და მისი მიმდევრები, ჩვენთან ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ ავტორიტეტი არა აქვთ, არც შიგნით. მოუსმინეთ აბა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები. კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ. არა, ისინი არიან „დიფ სტეიტიდან“ მართული, რომელთაც დაანგრიეს ევროეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.კალასმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, კერძოდ რომელი ნაბიჯებია მიუღებელი ევროკავშირისთვის.„საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა - რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, - აღნიშნა კალასმა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ