ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი კურსით მიდის“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული გზა - რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ევროკავშირისთვის მიუღებელია.

საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე მინისტრმაც გააკეთა. ძირითადი გზავნილები იყო ის, რომ ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროკავშირი ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მიმართ ერთგულია და მხარს დაუჭერს მათ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

შეხვედრის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხების განხილვაც.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს