ირანელი გენერალი - ისრაელი და აშშ სასოწარკვეთილებამდე მივიყვანეთ, რამაც ისინი აიძულა, სასოწარკვეთით ითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა - აშშ-ის მატყუარა პრეზიდენტს, რომელიც ბოდავს, ნებას არ მივცემთ, ცრუ ნარატივები შექმნას

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ისრაელი და შეერთებული შტატები სასოწარკვეთილებამდე და გამოფიტვამდე მიიყვანა, რამაც ისინი აიძულა, რომ სასოწარკვეთით ითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აბდულაჰიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები „აშშ-ის მატყუარა პრეზიდენტს, რომელიც ბოდავს, ნებას არ მისცემს, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის თემაზე, ცრუ ნარატივები შექმნას“.

BBC-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამაბადში, ჯერჯერობით, ირანიდან არანაირი დელეგაცია არ ჩასულა.

BBC, სამხრეთ აზიელ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ხელისუფლების კულისებში პოლიტიკური დაძაბულობაა, სადაც მკაცრი ხაზის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ მომლაპარაკებლებზე, რომ მათ დიპლომატიას კონფლიქტი არჩიონ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს