ნიკა გვარამია - ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ - სამაგიეროდ, ბიძინას გაუგებარი ხუშტურისთვის, სკოლის ფორმებისთვის, შუა საბიუჯეტო წელს ათობით მილიონი წამში გამონახეს

ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ - სამაგიეროდ, ბიძინას გაუგებარი ხუშტურისთვის (სკოლის ფორმები) შუა საბიუჯეტო წელს ათობით მილიონი წამში გამონახეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.

„ეს რაც შეეხება პრიორიტეტებს: ბავშვების სიცოცხლე თუ ბიძინას ხუშტური. და ისე, ეკონომიკური კრიზისი რომ არა, ასეთ მგრძნობიარე ამდენს არ ალაპარაკებდნენ და ასე არ გაამწარებდნენ ჰიპერპოპულისტი „ქოცები“ საზოგადოებას, საკუთარი მომხრეების ჩათვლით. “ფული არალი”,“ - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია