პროკურორი - დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, პარალელურად, კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას

გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად. ვიდეომასალებში ჩანს, რომ მას ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, ის ამის პარალელურად კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, იყო ვიდეომასალაც, რომელიც სანდერს თავად აქვს სექტემბრის თვეში ჩაწერილი.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთ ბრალდებულთან, ნანა სანდერთან დაკავშირებული ვიდეომასალა გამოვიკვლიეთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა სოციალური პლატფორმიდან მოსამართლის განჩინებით ვიდეომასალები იქნა მოპოვებული, რომელიც ამ შემთხვევაში, ნანა სანდერის მიერ რევოლუციის ორგანიზებას ეხებოდა. დღეს გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ მას ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, ის ამის პარალელურად კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას. არ ვიცი, მადლობა უნდა ვუთხრათ თუ არა იმისთვის, რომ მსხვერპლი არ სურდა, თუმცა, კატეგორიულად აცხადებდა, რომ რევოლუცია მშვიდობიანი არ უნდა ყოფილიყო და ძალადობრივი უნდა ყოფილიყო, ის ითხოვდა მამაკაცურ ძალას, მათ შორის, ახდენდა ფულადი თანხების ორგანიზებას და სხვადასხვა ეკიპირების შეძენას აქციის მონაწილეთათვის. კატეგორიული მოწოდება ჰქონდა, ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწვდა, მათ მიმართ დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რადგან ნანა სანდერი აცხადებდა, რომ თავად დასცინოდა მათ, რომლებიც მშვიდობიანი რევოლუციის მომხრეები იყვნენ.

მოგეხსენებათ, სისლის სამართლის საქმეზე წარდგენილია ათეულობით ვიდეომასალა, რომელიც სხვადასხვა პროცესზე გამოვიკვლიეთ, ათეულობით მოწმე დავკითხეთ. ლოგიკურია, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, გონივრული მოლოდინი გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის“, - განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ პირებს - ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია