ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა სომხეთში ახალი სამოქალაქო მისიის - „EUPM სომხეთის“ გაგზავნას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს სომხეთში ბლოკის ახალი სამოქალაქო მისიის გაგზავნას, რომელიც ორწლიანი პერიოდის განმავლობაში დაეხმარება ერევანს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა უცხოური მანიპულაციები არჩევნებში, კიბერშეტევები და უკანონო პოლიტიკური დაფინანსება, - ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს.

მისია, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის პარტნიორობის მისია (EUPM სომხეთი) ეწოდა, ქვეყანამ პირველად დეკემბერში მოითხოვა. მისიის შექმნის წინადადებას ბლოკის ელჩებმა გასულ კვირას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

EUPM სომხეთი არსებითად ჩაანაცვლებს ევროკავშირის კიდევ ერთ მისიას ქვეყანაში - ევროკავშირის მისიას სომხეთში (EUMA), რომელიც ოთხწლიან მანდატს 2027 წლის დასაწყისში ასრულებს. თუმცა, EUMA-ს სრულიად განსხვავებული მანდატი ჰქონდა, რომელიც შეიქმნა სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით და პატრულირებისა და ანგარიშგების გზით მხარს უჭერდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობებს.

მაშინ, როცა სომხეთში ევროკავშირის მისიას 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა განლაგებული როგორც ერევანში, ასევე აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ. ახალ მისიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ 20-30 ადამიანი იქნება, რომლებიც, ძირითადად, ეროვნულ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს