ელენე ხოშტარია - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან დამოკიდებულებაში რეჟიმის ყველა მანკიერება ჩანს - მათ შორის არაადამიანური, უგულო სისტემა, კორუფცია, მშობლების მიმართ პოლიციის არაადამიანური მიდგომა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან დამოკიდებულებაში რეჟიმის ყველა მანკიერება ჩანს - მათ შორის არაადამიანური, უგულო სისტემა, კორუფცია, მშობლების მიმართ პოლიციის არაადამიანური მიდგომა და კიდევ ბევრი სხვა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს.

როგორც ხოშტარიას სახელით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოჩნდა, რომ ბიუჯეტის ფული არის მოსაპარად და არა სასიცოცხლო საჭიროებებისთვის.

„ასე იყო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც. რეჟიმი მათაც უარს ეუბნებოდა მედიკამენტის შესყიდვაზე გაუგონარი მიზეზებით, თუმცა ოჯახების ბრძოლამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო.

მინდა, გულწრფელი სოლიდარობა გამოვხატო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ. ასეთ მომენტებში ჩანს საზოგადოების რეალური ბუნება. ასეთ მომენტებშია საჭირო სრული და უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს