ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ აღადგინა, მაგრამ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს მას

უკრაინამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ აღადგინა, მაგრამ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს მას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც განსაზღვრული იყო ევროკავშირთან კომუნიკაციაში, უკრაინამ დაასრულა სარემონტო სამუშაოები ნავთობსადენ „დრუჟბას“ სექციაზე, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად იყო დაზიანებული.

„ნავთობსადენს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. იმისდა მიუხედავად, რომ არავის არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები არ განმეორდება, ჩვენმა სპეციალისტებმა საბაზისო პირობები უზრუნველყვეს ნავთობსადენის სისტემისა და აღჭურვილობის მუშაობის განახლებისთვის.

ამას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან ვაკავშირებთ, რომელიც უკვე იქნა დამტკიცებული ევროპული საბჭოს მიერ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინისთვის [მოლაპარაკებების] კლასტერებზეც - სამუშაოს ჩვენი ნაწილი უკვე შევასრულეთ პირველ კლასტერებზე. დამატებით, მნიშვნელოვანია ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სისტემური სასანქციო ზეწოლის გაგრძელება და ევროპისთვის ენერგორესურსების კიდევ უფრო დივერსიფიცირებაზე მუშაობა. ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვინც ევროპის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს”, - წერს ზელენსკი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს