პაკისტანის პრემიერი - მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენი თხოვნის მიღებისთვის - პაკისტანი გააგრძელებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების ძალისხმევას

ფელდმარშალ სეიდ ასიმ მუნირის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენი თხოვნის კეთილგანწყობით მიღებისთვის, - ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი განცხადებით, პაკისტანი გააგრძელებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების ძალისხმევას.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას და შეძლებს ყოვლისმომცველი „სამშვიდობო შეთანხმების“ დადებას ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, კონფლიქტის სამუდამოდ დასრულების მიზნით“, - წერს პაკისტანის პრემიერი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის თხოვნით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს