დონალდ ტრამპი - თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს სურს, ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყოს, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ.

„ირანს არ სურს ჰორმუზის სრუტის დახურვა, მათ სურთ მისი გახსნა, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (შესაბამისად, რასაც კარგავენ, თუ ის იხურება!). ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტის დახურვა სურთ, რომ მე ის სრულიად ბლოკირებული მაქვს (დაკეტილი!), ამიტომ მათ უბრალოდ „სახის შენარჩუნება“ სურთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, ირანთან შეთანხმების დადება შეუძლებელი იქნება, თუ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.

„ოთხი დღის წინ ხალხმა მომმართა და მითხრა: „ბატონო, ირანს სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურს“. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს იქნება, თუ მათი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, მათ შორის ლიდერებს, არ ავაფეთქებთ!“- აღნიშნა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს