ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი - დონალდ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგები ხრიკია

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის მაჰდი მოჰამადის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაფერს ნიშნავს და რომ თეირანმა სამხედრო გზით უნდა უპასუხოს.

„დამარცხებულ მხარეს პირობების კარნახი არ შეუძლია“, - აღნიშნა მაჰდი მოჰამადიმ.

მან აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის გაგრძელებას ალყა უწოდა და განაცხადა რომ ეს „არაფრით განსხვავდება დაბომბვისგან“.

მოჰამადის თქმით, ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება „მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგები ხრიკია“.

„დადგა დრო, რომ ირანმა ინიციატივა აიღოს“, - აღნიშნა მაჰდი მოჰამადიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის თხოვნით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია