სკოტ ბესენტი - აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს, რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებენ და ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი რამდენიმე დღეში შეივსება.

„როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, აშშ-ის საზღვაო ძალები გააგრძელებენ ირანის პორტების ბლოკადას. რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება“, - დაწერა ბესენტმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი.

„ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა პირდაპირ რეჟიმის შემოსავლების ძირითად წყაროებს ურტყამს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას „ეკონომიკური მრისხანების“ გზით, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი“, - აღნიშნა ბესენტმა და დასძინა, რომ ისინი, ვინც ირანს ეხმარება, სანქციების მიმართ დაუცველები არიან.

ცნობისთვის, ირანის ენერგიის წარმოების ძირითადი ნაწილი ხარგის კუნძულზე ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს