მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თბილისის მერიამ, 10 000 ლარი 100 წლისა და მეტი ასაკის 82 ხანდაზმულს ჩაურიცხა

2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თბილისის მერიამ, 10 000 ლარი 100 წლისა და მეტი ასაკის 82 ხანდაზმულს ჩაურიცხა.

როგორც თბილისის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 105 წლისაა.

„თბილისის მერია, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი, საუკუნის და მეტი ხნის 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა, აქედან 75 მდედრობითი სქესისაა. 82 ხანდაზმულიდან 15-ს 100 წელი შეუსრულდა. ყველაზე უხუცესი 105 წლის ორი ქალბატონია.

თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. ხანდაზმულებს კი, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ მათთვის ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.

რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, თბილისის მერიამ, 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში, 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა“, - აცხადებენ მერიაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია