ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი

ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი (NMG) აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიებს მიმდინარე სემესტრშიც გადასცემს.

აღნიშნული ინიციატივა 2018 წელს დაიწყო და ამ დროისთვის გაცემული სტიპენდიების ჯამურმა მოცულობამ 85 000 ლარს გადააჭარბა. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 100 000 ლარამდე გაიზრდება.

პროექტის ეფექტიანობას ადასტურებს შედეგიც, სტიპენდიატების 85% პროფესიულ საქმიანობას საკუთარი სპეციალობით აგრძელებს და პირდაპირ ერთვება კვების ინდუსტრიის განვითარებაში. დანარჩენი 15% კი მიღებულ ცოდნას საოჯახო ბიზნესსა და მომიჯნავე სფეროებში იყენებს.

სტიპენდიატების შერჩევა ყოველ სემესტრულად, აკადემიური მოსწრებისა და რეიტინგის საფუძველზე ხდება. პროგრამა აერთიანებს როგორც სტაბილურად მაღალრეიტინგიან სტუდენტებს, რომლებიც დაფინანსებას რამდენიმე სემესტრის განმავლობაში ინარჩუნებენ, ასევე ახალ მონაწილეებს, რომლებიც როტაციის პრინციპით ერთვებიან. ეს მიდგომა ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და სწავლების ხარისხის ზრდას.

კომპანიაში განმარტავენ, რომ განათლების მხარდაჭერა მათი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. NMG-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს სწავლის პერიოდში ჰქონდეთ ფინანსური სტაბილურობა და შესაძლებლობა, სრულად კონცენტრირდნენ პროფესიულ განვითარებაზე.

დღეს, NMG 15-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს და წარმოებას, საცალო ვაჭრობას, დისტრიბუციასა და იმპორტს ერთიან სტრატეგიულ სისტემაში მართავს. ჯგუფის პორტფელში შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა შპს „ნიკორა“, სს „ნიკორა ტრეიდი“, შპს „კორიდა“, შპს „პარტნიორი“, შპს „ინტრეიდი“, შპს „მულტიტრეიდი“ და სხვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია