რუსებმა ზაპოროჟიეში რკინიგზას დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ზაპოროჟიე-ლევოეს რკინიგზის სადგურზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის დროს ლიანდაგზე მატარებელი იმყოფებოდა. მემანქანის დამხმარემ სასიკვდილო დაზიანებები მიიღო, ხოლო მემანქანე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კულებამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ღამით ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსები წუხელ უკრაინას 215 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომელთაგან დაახლოებით 140 Shahed-ის ტიპის დრონი იყო. დილის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით 189 დრონი მოიგერიეს. ამასთან, დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი - 6 ლოკაციაზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია